Accessibility links

პაკისტანში სამი ექსტრემისტი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი, სულ ცოტა, 3 პირი დაიღუპა ბოლო ორი დღის მანძილზე უკვე მესამე სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც, სავარაუდოდ აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. დასავლეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად დაინგრა სახლი სოფელში, რომელიც რეგიონის ცენტრალურ ქალაქ მირანშაჰთან მდებარეობს. ხუთშაბათს, ორი საჰაერო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 14 ექსტრემისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG