Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ჟურნალისტი ხელ-ფეხ შეკრული გადააგდეს ფანჯრიდან


ყაზახეთის პოლიციის ინფორმაციით, ცნობილ ყირგიზ ჟურნალისტ გენადი პავლიუკს, რომელიც გასულ ოთხშაბათს მეექვსე სართულზე მდებარე ბინიდან გადმოვარდა, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა. ჟურნალისტი ალმა-ათის საავადმყოფოშია. ის კომაში იმყოფება. ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი ომურბეკ ტეკებაევი აცხადებს, რომ ეს იყო ”დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაშინების აქტი”.
XS
SM
MD
LG