Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატამ 2010 წელს შესამოწმებელი ობიექტები დაასახელა


საქართველოს კონტროლის პალატამ დღეს დაასახელა 10 პრიორიტეტული სფერო, სადაც მომავალ წელს თანხების ხარჯვის მონიტორინგს განახორციელებს. მათ შორის აღმოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც კონტროლის პალატის თავმჯდომარის განცხადებით, 2006 წლიდან ფინანსური აუდიტი არ ჩატარებულა. ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ 70 მილიონი ლარის მიზნობრივად დახარჯვისადმი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მომავალ წელს ფინანსური აუდიტი ელის საზღვარგარეთ საქართველოს რამდენიმე საელჩოს, ასევე განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებს და ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც საბიუჯეტო კოდექსის შესაქმნელად საკამოდ დიდი თანხა, 180 ათასი დოლარი დახარჯა. კონტროლის პალატის მიერ მომავალ წელს შესამოწმებელთა შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, კერძოდ გზების რეაბილიტაციის პროცესი.
XS
SM
MD
LG