Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაიჭრა აფეთქებების შედეგად ქალაქ ალ ჰილიში


სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 70 დაიჭრა დღეს განხორიცელებული ორი აფეთქების შედეგად ბაღდადიდან 95 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალ ჰილიში. პოლიციის წარმომადგენლის, მუჰთანა ჰალიდის თქმით, მეორე აფეთქება თხუთმეტ წუთში, ადგილზე პოლიციელების მისვლის შემდეგ განხორციელდა. პოლიციის ვარაუდით, ასაფეთქებელი მოწყობილობა განკუთვნილი იყო შიიტი მუსლიმებისთვის, რომლებიც აშურის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG