Accessibility links

logo-print

ისრაელი პალესტინელებს დასავლეთ ნაპირის მაგისტრალზე მგზავრობის ნებას რთავს


ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ისრაელის სამხედროები პალესტინელებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მთავარ მაგისტრალზე მგზავრობის ნებას დართავენ. დასავლეთ ნაპირზე გამავალი მაგისტრალის სექცია - 443, რომელიც იერუსალიმსა და თელ ავივს აკავშირებს, პალესტინელებისთვის 2002 წელს დაიკეტა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა ისრაელის ავტომანქანებს ესროლეს და რამდენიმე მძღოლი მოკლეს. ბოლო თვეების მანძილზე ისრაელის უზეაესი სასამართლო მეორედ იღებს გადაწყვეტილებას დასავლეთ ნაპირის მაგისტრალის პალესტინელებისთვის გახსნის შესახებ.
XS
SM
MD
LG