Accessibility links

ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებას მოითხოვენ


ოპოზიციური პარტიების შეხვედრა სასტუმრო ”თბილისი მერიოტში”

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა სასტუმრო ”თბილისი მერიოტში”

საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” მიმართვას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. გაეროს გენერალური მდივნის სახელზე მომზადებულ მიმართვას ხელს აწერენ: “ახალი მემარჯვენეები”, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა თეთრები”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “თავისუფლება”, “საქართველოს გზა”, “ეროვნული ფორუმი”, “კონსერვატიული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის”, “ქალთა პარტია”, “ქართული დასი”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” და “ხალხის პარტია”.

შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო “თბილისი მერიოტში” გაიმართა, ითქვა, რომ დღეისთვის არ არსებობს სათანადო პოლიტიკური და საარჩევნო გარემო, საქართველოში არჩევენების დემოკრატიულად ჩასატარებლად. დღეს მიღებული დოკუმენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 3 იანვრამდე გადაეგზავნება.
XS
SM
MD
LG