Accessibility links

შეერთებული შტატები “კომერციულ ჯარისკაცებს” ამართლებს


შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა უსაფრთხოების ფირმა “ბლეკუოტერის” ყოფილ თანამშომლებს, რომლებსაც 2007 წელს მშვიდობიანი ერაყელების მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ დაარღვია ბრალდების კონსტიტუციური კანონი, როდესაც ის ჩვენებები გამოიყენა, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშის ქვეშ იქნა მიცემული. იუწყებიან, რომ ჩვენება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გამომძიებლებს მიეცათ. სროლა კი ბაღდადში 2007 წლის 16 სექტემბერს მოხდა. “ბლეკუოტერის” მცველები ამერიკელ დიპლომატებს აცილებდნენ და საპასუხო ცეცხლით უპასუხეს ექსტრემისტების თავდასხმას. სროლის დროს 14 მშვიდობიანი მოქალქე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG