Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ავიალაინერის აფეთქებაში ალ-ყაიდა დაადანაშაულა


კაცი, რომელიც ამერიკული ავიალაინერის აფეთქებას აპირებდა, ალ-ყაიდის მიერ იყო მოზადებული, - განაცხდად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ყოველკვირეულ მიმართავში ობამამ განაცხადა, რომ 23 წლის ნიგერიელი უმარ ფარუკ აბდულმუტალაბი შეუერთდა “არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებულ ალ-ყაიდის მოძრაობას”, რომელმაც მოამარაგა იგი ასაფეთქებელი ნივთიერებით და დაავალა ამერიკისაკენ მიმავალი თვითმფრინავის აფეთქება. 25 დეკემბერს აბდულმუტალაბი შეეცადა მოქმედებაში მოეყვანა ასაფეთქებელი ნივთიერება თვითმფრინავში, რომელიც ამსტერდამიდან დეტროიტში მიფრინავდა. თუმცა ბოროტმზრახველი მგზავრებმა გააუვნებელჰყვეს. მას უკვე წაუყენეს ბრალდება.
XS
SM
MD
LG