Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 11 პოლიციელი დაიღუპა ნარკოტიკების კონტრაბანდისტებთან შეტაკებისას


ირანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკების კონტრაბანდისტებმა 11 ირანელი პოლიციელი მოკლეს აღმოსავლეთ ირანში შეტაკების დროს. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეტაკება პარასკევს მოხდა ხორასნის პროვინციაში, რომელიც ავღანეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. რეგიონზე გადის ნარკოტიკების კონტრაბანდის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი მეზობელი ავღანეთიდან და პაკისტანიდან. როგორც იუწყებიან, 7 პოლიციელი ბრძოლის დროს, ადგილზევე დაიღუპა, 4 კაცი კი მოგვიანებით, მიღებული ჭრილობების შედეგად. დაიღუპა ნარკომაფიის წევრობაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანიც.
XS
SM
MD
LG