Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის დასავლეთ პროვინცია ანბარში მომხდარი აფეთქებების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოდ, კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ქალაქ ჰიტის პოლიციის შენობა იყო. თავდამსხმელებმა დანაღმეს ოთხი სახლი, რომლებიც პოლიციელებს ეკუთვნოდათ. მოკლულთა შორის არიან ქალაქის ანტიტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელი და რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი, აგრეთვე - ქალები და ბავშვები.
XS
SM
MD
LG