Accessibility links

logo-print

ნიგერიის პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია


ნიგერიის პრეზიდენტმა”ბიბისის” სატელეფონო ინტერვიუ მისცა და იმედი გამოთქვა, რომ მოვალეობის შესრულებას უახლოეს ხანებში აღადგენს. უმარუ იარ ადუა ნოემბერში დააწვინეს საუდის არაბეთის საავადმყოფოში გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო და მას შემდეგ ის საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. ნიგერიული ოპოზიციური პარტიები მეტ ინფორმაციას ითხოვდნენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დღეისათვის საპროტესტო აქციაც ჰქონდათ დაგეგმილი, რომელიც, ძირითადად პრეზიდენტის არყოფნას აპროტესტებდა. იარ ადუამ თქვა, რომ ახლა უკეთ არის და იმედი აქვს, რომ მალე დაბრუნდება სახლში.

XS
SM
MD
LG