Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ისლამისტურ დაჯგუფებას აკრძალვა დაუწესა


14 იანვრიდან ძალაში შედის აკრძალვა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ დაუწესა ისლამისტურ დაჯგუფებას სახელწოდებით „ისლამი გაერთიანებული სამეფოსათვის“. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტული აქტების თავიდან აცილებას, პროვოცირებულია ორგანიზაციის განზრახვით, ჩაატაროს ომის საწინააღმდეგო მსვლელობა ქალაქ ბუტონ-ბასეტში, სადაც პატივს მიაგებენ ავღანეთში დაღუპულ ბრიტანელ ჯარისკაცებს. ლივანში განთავსებული ამ ორგანიზაციის ლიდერმა ომარ ბაქრი მოჰამედმა განაცხადა, რომ პასუხად, შესაძლოა, დაჯგუფების წევრებმა ძალადობას მიმართონ.
XS
SM
MD
LG