Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უნდობლობას უცხადებენ


"საქართველოს ლეიბორისტული პარტია’’ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უნდობლობას უცხადებს. როგორც ‘’ლეიბორისტული პარტიის’’ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ‘’ინტერპრესნიუსს’’ განუცხადა, სამივე კანდიდატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა, მხოლოდ მისთვის და მისი გუნდისთვის მისაღები პირები არიან და ნებისმიერი მათგანის დანიშვნის შემთხვევაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ისევე გაყალბდება, როგორც აქამდე ყალბდებოდა. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა გუშინ ლევან თარხნიშვილი, ოთარ სიჭინავა და ზურაბ ხარატიშვილი დაასახელა. წარდგინება უკვე გადაეცა კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 14 იანვრამდე ერთ-ერთ მათგანზე არჩევანი უნდა შეაჩერონ. თუ ვერც ერთი მათგანი ფარული კენჭისყრისას ოთხ ხმას ვერ დააგროვებს, მაშინ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და 21 დეკემბრამდე დეპუტატები წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს თავმჯდომარედ აირჩევენ.
XS
SM
MD
LG