Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან აგვისტოს ომში მონაწილე ორი მაღალჩინოსანი დაითხოვეს


რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან ორი მაღალჩინოსანი, სახმელეთო ძალების მთავარსარდალი ვლადიმირ ბოლდირევი და ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი სერგეი მაკაროვი დაითხოვეს - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, ”კომსომოლსკაია პრავდას” მიერ გაავრცელებულ ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ. გაზეთის ცნობით, გენერლები იმის საფუძველზე დაითხოვეს, რომ სამხედრო სამსახურისთვის დადგენილ მაქსიმალურ ასაკს, 55 წელს უკვე მიაღწიეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, მსგავსი მოტივით შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვენ 58-ე არმიის სარდალს ანატოლი ხრულიოვსაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში დაიჭრა. მასთან ერთად, საქართველოში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაში გენერლები ბოლდირევი და მაკაროვიც მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG