Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს


ყირგიზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ. ცხრა მოშიმშილე ასევე მოითხოვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ისმაილ ისაკოვის გათავისუფლებას. რამდენიმე დღის წინ კორუფციაში დადანაშაულებულ ისაკოვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შიმშილობის აქციაში, ძირითადად, ქალები მონაწილეობენ. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, აქციის ფარგლებში შეიქმნა პოლიტიკური დევნის საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან მოლაპარაკების გამართვას ცდილობს.
XS
SM
MD
LG