Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შემცირდა ბუნებრივი აირის მოპოვება


რუსეთში მნიშვნელოვნად შემცირდა ბუნებრივი აირის მოპოვება. 2009 წელს რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ მსოფლიო ლიდერობა დაუთმო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბი-ბი-სი-ს ცნობით, მოპოვების ვარდნამ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 16 პროცენტი შეადგინა და 25 წლის წინანდელ დონემდე დაეცა. გაზის ექსპორტით რუსეთი კვლავ ლიდერობს მსოფლიოში, თუმცა შარშან გაყიდული ენერგომატარებლების მოცულობა ათი პროცენტით შემცირდა.
XS
SM
MD
LG