Accessibility links

logo-print

ქაშმირის პაკისტანურ ნაწილში თვითმკვლელმა იერიში განახორციელა სამხედრო ავტომობილზე


დღეს ქაშმირის პაკისტანურ ნაწილში თვითმკვლელმა იერიში განახორციელა სამხედრო ავტომობილზე. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელის, სარდარ ხურშიდის თქმით, აფეთქების შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაშავდა ქალაქ რავალაკოტის გარეუბანში. ქაშმირის რეგიონი ორადაა გაყოფილი ინდოეთისა და პაკისტანის ნაწილებად. ორივე მხარე აცხადებს პრეტენზიას ქაშმირის მთელ ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG