Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოროზიას განცხადებით, უკრაინაში იგი არც ერთ საარჩევნო უბანზე არ მისულა


უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემებმა გაავრცელეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით ჩასული ქართველების ფოტოები. http://www.lukyanchenko.donetsk.ua/news_echo.php?id=5554 ერთ-ერთ ფოტოზე სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზიაა. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დონეცკში მყოფ ზაზა გოროზიას და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა უკრაინაში მისი მივლინების შესახებ. “მე საქმეზე ვიყავი ჩასული კიევში. მერე დონეცკში. არც ერთ უბანზე მე არ ვყოფილვარ,” განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ. თუმცა, მის ხელქვეითებს განსხვავებული ინფორმაცია აქვთ. როგორც „მედიანიუსს“ განუცხადა ლალი გელენავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, “ზაზა გოროზია უკრაინაში დამკვირვებლად ოფიციალურად იყო დაშვებული”.
XS
SM
MD
LG