Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: ირანს აქვს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენების უფლება


„ირანს, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრ ქვეყანას აქვს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენების უფლება“. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გრიშგოლ ვაშაძემ თეირანში ერთდღიანი ვიზიტის დროს განაცხადა. საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან, მანუჩერ მოტაკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიესალმება იმ აქტიურობას, რომელსაც ირანი საქართველოში სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებისას იჩანს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობით ენერგოსექტორში. ”საჭიროების შემთხვევაში ირანი მზადაა საქართველოდან ელექტროენერგია შეიძინოს“, განაცხადა მანუჩერ მოტაკიმ.
XS
SM
MD
LG