Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორში შესვლა მხოლოდ პირადობის მოწმობების რუსული ასლებით შეიძლება


დღეიდან ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ამოქმედდა. დაბაში შესვლა მხოლოდ ქართული პირადობის მოწმობების რუსული დამოწმებული ასლებით იქნება შესაძლებელი. ამის მიზეზად რუსი მესაზღვრეები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ენის არცოდნას ასახელებენ. დოკუმენტაციის რუსული ასლების ნოტარიული დამოწმება კი როგორც ახალგორში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში იქნება შესაძლებელი. ასლების დამოწმებას ცხინვალელი ნოტარიუსი ახალგორში დღესაც გააგრძელებს, რადგან დოკუმენტაციის მოწესრიგება ამ დრომდე ყველამ ვერ შეძლო. ქართული დოკუმენტების დამოწმებულ რუსულ ასლებს როგორც რუსულ, ისე ოსურ საგუშაგოებზე შეამოწმებენ. ახალგორში ცხინვალელი ნოტარიუსის მომსახურება 5 ლარი ღირს, როცა იგივე მომსახურება თბილისში 10 ლარამდეა.
XS
SM
MD
LG