Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუშჩენკო: 17 იანვრის არჩევნები დემოკრატიული და კანონიერი იყო


უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დღეს განაცხადა, რომ 17 იანვრის არჩევნები დემოკრატიული და კანონიერი იყო. იუშჩენკოს შეფასებით, არჩევნების მეორე ტური რთული იქნება, სირთულე კი, იმაშია, რომ უკრაინას თავისუფალი არჩევნები აქვს, თუმცა, არა შესაბამისი არჩევანი. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მათთვის ეროვნული, დემოკრატიული და ევროპული ფასეულობები უცხო და გაუგებარია.
XS
SM
MD
LG