Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუპერტ მერდოკი სამი რადიოსადგურის გაყიდვას ვერ ახერხებს


ამერიკელი მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი, რომელმაც რუსეთში არსებული ბიზნესაქტივებისგან გათავისუფლება 2008 წლის აგვისტოში გადაწყვიტა, ჯერჯერობით ვერ ახერხებს სამი რადიოსადგურის გაყიდვას. გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, გაირკვა, რომ ამ რადიოსადგურების მფლობელი კომპანია ”მულტიმედია ჰოლდინგის” 50% ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. იმის გამო, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის აქტივები მისი ოჯახის და ჯოზეფ კეის სასამართლო დავის საგანია, რუსეთში ამ რადიოსადგურების შეძენის მსურველმა რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის ”ალფა-ჯგუფმა” მერდოკთან მოლაპარაკება შეაჩერა.
XS
SM
MD
LG