Accessibility links

logo-print

გიგა ბოკერია: ჟენევის შეხვედრაზე "შეთანხმება მიღწეული არ არის"


28 იანვარს ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, მე-9 რაუნდი გაიმართა. განსახილველ საკითხებს შორის იყო: რეგიონში ამ დროისთვის არსებული ვითარება, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ადამიანების გატაცების ფაქტები, ჰუმანიტარული დახმარების პროცესი, დევნილთა პრობლემები და ასე შემდეგ. განსახილველ საკითხთა შორის მთავარი აქცენტი რეგიონში უსაფრთხოების ახალი მექანიზმის დანერგვაზე კეთდებოდა. ჩვენს რადიოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ, რომელიც ჟენევაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, უთხრა, რომ შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა. მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები რეგიონში უსაფრთხოების ახალ მექანიზმთან დაკავშირებით, რასაც რუსეთისა და სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა წინააღმდეგობა მოჰყვა. საკითხს მხარეები მიუბრუნდებიან 30 მარტს, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-10 რაუნდზე.
XS
SM
MD
LG