Accessibility links

logo-print

უკრაინაში არჩევნების მონიტორინგისთვის საქართველოდან 6 გრძელვადიანი და 26 მოკლევადიანი მეთვალყურე გაემგზავრება


საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის უკრაინაში საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში საქართველოდან ამჟამად 6 ე.წ. გრძელვადიანი დამკვირვებელი იმყოფება, 26 მოკლევადიანი მეთვალყურე კი - გასამგზავრებლად ემზადება. ისინი ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები არიან. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა სირაძე-დელონემ დღეს რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ პრეზიდენტის მოწოდების შესრულება საკმაოდ რთული იქნება, რადგან უკვე ცნობილია ის კონკრეტული ოლქები, სადაც 130-წევრიანი საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში მყოფი ქართველი მეთვალყურეები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უნდა დააკვირდნენ. შესაბამისად, უკრაინაში მათი ჩაუსვლელობა პრობლემას თავად საერთაშორისო მისიას შეუქმნის.
XS
SM
MD
LG