Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღაფში ოკუპირებული ტერიტორიებისადმი საქართველოს სტრატეგიის განხილვას არ აპირებს


ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი ოკუპირებულ გალის რაიონში არსებულ ვითარებას გაეცნო. მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან სოხუმში შეხვედრისას ვოლებეკმა მათ გალის რაიონში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. საპასუხოდ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა შამბამ აღნიშნა, რომ თუ ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებული იქნება, სოხუმი მზად არის ვოლებეკის წინადადებებზე იმსჯელოს. სააგენტო აფსნიპრესი იუწყება, რომ შამბამ მცდარი უწოდა ეუთოს უმაღლესი კომისრის ბოლო მოხსენებაში არსებულ შეფასებას, თითქოს გალის რაიონის მცხოვრებთ აფხაზური პასპორტების მიღებას აიძულებენ. კნუტ ვოლებეკი შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშსაც, რომელმაც, აფსნიპრესის ცნობით, კომისარს განუცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებისადმი საქართველოს სტრატეგიის განხილვას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG