Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება


უკრაინაში ოფიციალურად დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის წარმოება. კვირას დანიშნული მეორე ტურის წინ მეტოქეები - პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ოპოზიციონერი ვიქტორ იანუკოვიჩი - პარასკევს უკანასკნელად გამოვიდნენ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. კიევში პარასკევს გამართულ აქციაზე იანუკოვიჩმა თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს - და განაცხადა, რომ პრემიერ-მინსიტრმა და მისმა მოკავშირეებმა, ვინც ხელისუფლებაში 2004 წელს, პროდასავლური "ნარინჯისფერი რევოლუციით" მოვიდნენ, უკრაინას პროგრესი ვერ მოუტანეს. ასევე პარასკევს, ტიმოშენკო მხარდამჭერების წინაშე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ერთად გამოჩნდა. ის მეტოქეს ბრალს სდებს არჩევნების გაყალბების მცდელობაში, და აცხადებს, რომ დარღვევების შემთხვევაში თავის მომხრეებს ქუჩაში გაიყვანს.
XS
SM
MD
LG