Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენერალ მაკკრისტალის თქმით, ავღანეთში ფართო მასშტაბის იერიში თალიბ მეამბოხეებს „ძლიერ სიგნალს გაუგზავნის“


ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდალმა, გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა თქვა, რომ ფართო მასშტაბის იერიში, რომელიც მალე დაიწყება, თალიბ მეამბოხეებს „გაუგზავნის ძლიერ სიგნალს“, რომ ავღანეთის მთავრობა აფართოებს უსაფრთხოების სფეროს კონტროლს. მაკკრისტალმა დღეს ქაბულში განაცხადა, რომ სამხრეთ ავღანეთში დაგეგმილი იერიში მიზნად ისახავს მეამბოხეთაგან რეგიონის გაწმენდას, რათა იქ სამოქალაქო ხელისუფლებამ კვლავ დაიბრუნოს კონტროლი. როგორც მოსალოდნელია, რამდენიმე დღეში ჰელმანდის პროვინციაში შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები, ასევე ნატოსა და ავღანეთის ჯარისკაცები, დაიწყებენ იერიშს. სამხედრო მეთაურების თქმით, ეს თალიბების წინააღმდეგ ყველაზე დიდი იერიში იქნება ომის დაწყების შემდეგ. ოპერაცია განხორციელდება მარჯის დაბლობზე, მდინარე ჰელმანდის ხეობაში. ეს არის უმთავრესი რეგიონი ოპიუმის ყაყაჩოს წარმოებისთვის, რაც მეამბოხეებს ფინანსებით ამარაგებს.
XS
SM
MD
LG