Accessibility links

logo-print

”ეროვნული ფორუმი”: ”კარდაკარის” მეთოდით სააკაშვილი ოპოზიციის ხელით დააკანონებს სიებში არსებულ უზუსტობებს


”ეროვნული ფორუმის” შეფასებით, ოპოზიციის მიერ ამომრჩეველთა სიების ”კარდაკარის” მეთოდით შემოწმება ”სააკაშვილის რეჟიმის მორიგი პროპაგანდისტული აქციაა, რომელიც მიზნად არა სიების გაუმჯობესებას, არამედ არსებული უზუსტობების ოპოზიციის ხელით დაკანონებას” ისახავს. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ 15 მარტამდე ოპოზიცია "კარდაკარის" პრინციპით საარჩევნო სიების სერიოზულად გაწმენდას ვერ შეძლებს, მისი მონაწილეობით შედგენილი და თანხმობით დამტკიცებული სიები კი, მათი გაუმართაობის გამო, ხელისუფლებას პასუხისმგებლობას მოუხსნის. "ეროვნული ფორუმი" ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, ან ამომრჩეველთა ზუსტი სიის დასადგენად ხელისუფლებას ქმედითი მექანიზმი შესთავაზონ. თავად ფორუმი მსგავსი მექანიზმის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გეგმავს.
XS
SM
MD
LG