Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია მიუნხენის ვიზიტის დეტალებზე ხვალ ისაუბრებს


მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. მიუნხენში გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, ეუთოს გენერალურ მდივანს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს და რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი შეხვდა. ირაკლი ალასანია ვიზიტის დეტალებზე ხვალ, თბილისში ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG