Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იანუკოვიჩი 3%-თ უსწრებს იულია ტიმოშენკოს


უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი 3%-თ უსწრებს მოქმედ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს, რაც ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლის შედეგად გაირკვა. დღეს, კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვიქტორ იანუკოვიჩმა თავი გამაჯვებულად გამოაცხადა. თუმცა, ტიმოშენკოს შტაბში აცხადებენ, რომ ხმათა პარალელური დათვლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატებს მხარი ამომრჩეველთა თანაბარმა რაოდენობამ დაუჭირა.
ეუთოს თანახმად არჩევნები იყო გამჭვირვალე და ღია. ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეტრინ ეშტონმა თქვა, რომ ევროკავშირი აპირებს გააგრძელოს უკრაინასთან ურთიერთობათა გაღრმავება.
XS
SM
MD
LG