Accessibility links

logo-print

საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვის თაობაზე


საფრანგეთმა პრინციპული თანხმობა განაცხადა რუსეთისთვის მისტრალის კლასის ვერტმფრენმზიდის მიყიდვის თაობაზე. განიხილება დამატებით სამი მსგავსი ხომალდის გაყიდვის შესაძლებლობაც. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისტრალს შეუძლია ვერტმფრენებისა და ჯავშანტექნიკის გადატანა სადესანტო ოპერაციების განსახორციელებლად. ხომალდის ღირებულება 500 მილიონი ევროა. რუსეთისათვის მისტრალის შესაძლო მიყიდვას საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს.
XS
SM
MD
LG