Accessibility links

logo-print

თურქეთში 100-მდე ქურთი აქტივისტი დააკავეს


თურქეთში დააკავეს 100-მდე პირი, რომლებსაც აკრძალულ ქურთ მუშათა პარტიასთან კავშირში ედებათ ბრალი. სპეცოპერაცია ჩატარდა ადანში, სტამბულსა და თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ათობით პროვინციაში, სადაც ქურთული თემები ცხოვრობენ. თურქეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულები მოხრეებს ქურთ მუშათა პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის დაპატიმრების მე-11 წლისთავისათვის მიძღვნილი მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დემონსტარციების ორგანიზებისაკენ მოუწოდებდნენ.
ოჯალანი 1999 წლის თებერვალში კენიაში დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც თურქეთის პარლამენტმა სამუდამო პატიმრობით შეცვალა.
XS
SM
MD
LG