Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და ავღანეთის ძალები თალიბების გამაგრების ადგილებს უტევენ


ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო ძალებმა და ავღანეთის საჯარისო შენაერთებმა კიდევ უფრო ღრმად შეაღწიეს მარჯაში, სადაც თალიბანი არის გამაგრებული. ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო კამპანია მესამე დღეა მიმდინარეობს. ბრიტანელი მაიორის, მაიკ ტეილორის თქმით, ჯარს მხოლოდ „მცირედი“ წინააღმდეგობა ხვდება. შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარი წინ მიუძღვება 15,000 დასავლელ და ავღანელ სამხედროს. კამპანიის მიზანია კონტროლის დამყარება რეგიონში, რომელსაც ნატო თალიბანის უკანასკნელ ბასტიონს უწოდებს. კვირას ნატოს რაკეტები შეცდომით მოხვდა მარჯაში მდებარე საცხოვრებელ სახლს და 12 სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნატომ ამ შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადა. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ კი საერთაშორისო ძალებს სიფრთხილი გამოჩენისკენ,მოუწოდა, რათა კამპანიას აღარ მოჰყვეს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.
XS
SM
MD
LG