Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ქუმარიტაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს


კანადის ქალაქ ვანკუვერში დაღუპული ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი ბაკურიანში გადაასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 04.00 საათზე დაეშვა. აეროპორტში ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კანადიდან დაბრუნდნენ ასევე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი, ქუმარიტაშვილის მწვრთნელი და ბიძა ფელიქს ქუმარიტაშვილი და მისი მეგობარი, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრი, მოციგავე ლევან გურეშიძე. ნოდარ ქუმარიტაშვილს მშობლიურ ბაკურიანში 20 თებერვალს, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG