Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ელადა გამრეკლიძე


ელადა გამრეკლიძე, საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ხელმძღვანელი
ელადა გამრეკლიძე, საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ხელმძღვანელი
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ხელმძღვანელი ელადა გამრეკლიძე, რომელიც ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიშზე აკეთებდა კომენტარს. მან თქვა,
რომ მოხსენებაში მოყვანილი დასკვნების ნაწილს ეთანხმება, თუმცა, მისი აზრით ჟურნალისტთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით 2009 წელს მომხდარი ზოგიერთი მოვლენა მოხსენებაში არ შესულა. მაგალითად, არ არის ასახული
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ჩატარებული აქციები. ასევე, ელადას გამრეკლიძის აზრით, მოხსენებაში არაპროპორციულად დიდი ყურადღება ეთმობა ”ტალიავინის კომისიის” დასკვნის გაშუქებას ქართულ მედიაში და ეს გაშუქება არასწორადაა წარმოსახული ლიტმუსის ტესტად.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG