Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილმა პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლება მოითხოვა


არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა განაახლა. კონსერვატიული და ხალხის პარტიების და მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ინიციატივით, აქცია ამჯერად, წერეთლის გამზირზე გაიმართა. კონსერვატორ კახა კუკავას განცხადებით, მცირე მასშტაბის, ლოკალური აქციები მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ და მასმედიამ პოლიტიკური და უკანონო პატიმრების თემას ყურადღება არ მოაკლონ. საპროტესტო მსვლელობა მომავალ ხუთშაბათს განახლდება და როგორც კონსერვატორები აცხადებენ, პარალელურად აქცია ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისთან გაიმართება.
XS
SM
MD
LG