Accessibility links

პარლამენტში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებისადმი მიმართვის ტექსტზე იმსჯელეს


საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებისადმი მიმართვის ტექსტის სამუშაო ვარიანტზე იმსჯელეს. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მიზნად მათთან ურთიერთობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას ისახავს. ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვითარება დაძაბულია, ჩვენ ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს” - აცხადებენ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები. მათივე შეფასებით, რუსეთთან მტრული ურთიერთობის მიუხედავად, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან დამოკიდებულებისას აუცილებელია წარსულის და მეგობრობის 18 საუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინება. მიმართვა ადრესატებს მომავალ კვირაში გაეგზავნება.
XS
SM
MD
LG