Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი: საქართველოში მედიის თავისუფლების თაობაზე სააკაშვილის განცხადება ცინიკურია


“ალიანსი საქართველოსთვის” ცინიკურს და ქვეყნის ჟურნალისტური კორპუსისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს ლონდონში ვიზიტისას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი მთავრობა მედიის თავისუფლების პრინციპის ერთგულია. ალიანსის თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოში შექმნილ ვითარებას და არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ნეგატიურ ანგარიშებს. 16 თებერვალს საერთაშორისო ორგანიზაციამ - „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ - ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ 2009 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლება არ განვითარებულა ხელისუფლების მხრიდან მედიის - განსაკუთრებით სატელევიზიო მაუწყებლობის - სისტემატური მანიპულაციის გამო.
XS
SM
MD
LG