Accessibility links

საქართველო მადეირაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს


“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. საქართველოს პორტუგალიაში საელჩო არ აქვს და ამ ქვეყანას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ფარავს. სააგენტოს ინფორმაციით, კუნძულ მადეირაზე საქართველოს 15-მდე მოქალაქე იმყოფება. პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე გადაუღებელი წვიმებისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42 კაცამდე გაიზარდა, 120-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. კუნძულზე დაზიანებული გზები, ჩანგრეულია ხიდები, დახურულია აეროპორტი, შეზღუდულია სატელეფონო კავშირი. გადაუღებელი წვიმები მადეირაზე შაბათს დაიწყო.
XS
SM
MD
LG