Accessibility links

რესპუბლიკელები მხარს უჭერენ ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური გამოკვლევით გამოვლენას


”ალიანსის საქართველოსთვის” წევრი ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკური პარტია მზად არიან პოლიტიკური ერთობისა და ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევის მიზნით, კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთონ. ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ ისინი გულისხმობენ რელურად ოპოზიციურ და გავლენიან ძალებს, რომლებთანაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა შესაძლებლად მიაჩნიათ. ამასთან, ახლები და რესპუბლიკელები მხარს უჭერენ იდეას, რომლის თანახმად, ერთიანი კანდიდატი კომპეტენტურმა სოციოლოგიურმა გამოკვლევამ უნდა გამოავლინოს.
XS
SM
MD
LG