Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დასავლეთი დაადანაშაულა სუნიტი მეამბოხეების ლიდერის მხარდაჭერაში


ირანმა განაცხადა, რომ მას აქვს სერიოზული მტკიცებულება იმისა, რომ აშშ და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა მხარს უჭერდა საქმიანობაში სუნიტი მეამბოხეების დაპატიმრებულ ლიდერს, რომელსაც თეირანი „ტერორისტულს“ უწოდებს. ირანის დაზვერვის მინისტრის თანახმად, აბდულმალიკ რიგი, რომელიც პაკისტანში უნდა იმყოფებოდეს, კონტრდაზვერვითი ოპერაციის შედეგად დააკავეს. მინისტრი ჰეიდარ მოსლეჰი დეტალებს არ შეხებია. მისი თქმით, რიგი, სუნიტი მეამბოხეების „ჯუნდალას“ ლიდერი, დაპატიმრებამდე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იყო 24 საათის განმავლობაში. მოსლეჰისვე თქმით, რიგიმ ევროპის ქვეყნებში იმოგზაურა დაკავებამდე. „ჯუნდალამ“, რომელიც ირანის მთავრობას სუნიტების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, პასუხისმგებლობა იკისრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მოწყობილი არაერთი ტერაქტისთვის.
XS
SM
MD
LG