Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფიმ შვეიცარიის წინააღმდეგ ჯიჰადისკენ მოუწოდა მაჰმადიანებს


ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ მოწოდება გამოთქვა „ჯიჰადის“ - „წმინდა ომისკენ“, შვეიცარიის წინააღმდეგ. რელიგიური ზეიმზე, წინასწარმეტყველ მოჰამედის დაბადების დღეზე, ბენღაზიში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ ყველა მაჰმადიანი მოვალეა, ბოიკოტი გამოუცხადოს შვეიცარიას. ყველა მაჰმადიანურ ქვეყანაში, მორწმუნეები უნდა მივიდნენ აეროპორტებში და ხელი შეუშალონ შვეიცარიის თვითმფრინავების დასხდომას, არ შეუშვან ნავსადგურებში გემები ამ ქვეყნიდან, არ იყიდონ შვეიცარული საქონელი მაღაზიებში და ბაზრებში, თქვა ლიბიის ლიდეომა. შვეიცარიასთან ურთიერთობა კადაფის გაუმძაფრდა მისი ვაჟის, ანიბალის, მსახურის ცემის ბრალდებით, ჟენევაში დაკავების გამო. კადაფიმ ასევე არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება შვეიცარიაში მინარეთების აგების აკრძალვის გამო.
XS
SM
MD
LG