Accessibility links

კარაჯიჩმა გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე დაცვის სტრატეგია წარმოადგინა


ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა, რადოვან კარაჯიჩმა დღეს ჰააგაში, გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე განაცხადა, რომ მისი ხალხი თავს იცავდა მუსულმანი ფუნდამენტალისტებისაგან, რომლებიც იუგოსლავიის ძალადობრივი დაშლის დროს ბოსნიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ. კარაჯიჩმა განაცხადა ასევე, რომ სერბების ბრძოლა ბოსნიაში 1992-95 წლების ომში „სამართლიანი და წმინდა“ იყო. კარაჯიჩმა სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს განახლდა გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე, დაცვის სტრატეგია წარმოადგინა. მას წაყენებული აქვს 11 მუხლით ბრალდება, მათ შორის გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ბრალდებები ბოსნიის კონფლიქტთან დაკავშირებით. პროკურორების განცხადებით, კარაჯიჩი ხელმძღვანელობდა კამპანიას აღმოსავლეთ ბოსნიაში მუსულმანებისა და ხორვატების სათვისტომოების გასანადგურებლად და ეთნიკურად სუფთა სერბული სახელმწიფოს შესაქმნელად. კარაჯიჩს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG