Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალინინგრადის ოლქში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა


5000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა კალინინგრადის ოლქის ქალაქ ჩერნიახოვსკში სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ცნობით, დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს გადასახადების შემცირების, საცხოვრებელი პირობების, აგრეთვე საბავშვო ბაღების სისტემის გაუმჯობესებისაკენ. დეკემბრიდან მოყოლებული, რუსეთის ამ რეგიონში გახშირდა ოპოზიციის ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები. ოპოზიციურმა ჯგუფებმა დღეს გამოაცხადეს, რომ 20 მარტს მასობრივ საპროტესტო გამოსვლას გამართავენ კალინინგრადში.
XS
SM
MD
LG