Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დღეს გლოვაა გამოცხადებული


ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანის დაღუპვის გამო, საქართველოში დღეს გლოვაა გამოცხადებული. ამ დრომდე მძიმეა დაშავებული მაღაროელის ბესიკ ზოსიაშვილის მდგომარეობა. აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესასწავლად დღეს ტყიბულში ექსპერტები ჩავიდნენ. მაღარო, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილ კომპანია ”საქნახშირს” ეკუთვნის, მუშაობას მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ განაახლებს.
XS
SM
MD
LG