Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს 2003 წელს ერაყში ინტერვენციის მხარდაჭერას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა დღეს განაცხადა, რომ 2003 წელს ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული ინტერვენციის მხარდაჭერა „სწორი გადაწყვეტილება“ იყო. ბრაუნმა ეს შეფასება გამოთქვა ლონდონში, ერაყის საგამოძიებო კომისიისთვის ჩვენების მიცემისას. კომისია იძიებს მოვლენებს, რომლებსაც ერაყში შეჭრა მოჰყვა, იძიებს ასევე ომის მიმდინარეობას და რეკონსტრუქციისაკენ მიმართულ ძალისხმევას. მოწმეებს კომისიისთვის ნათქვამი აქვთ, რომ ბრაუნი, მაშინ ფინანსთა მინისტრი, საკვანძო როლს ასრულებდა ომის დაწყებამდე და მოგვიანებითაც. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ამავე საგამოძიებო კომისიის წინაშე იანვარში წარდგა.
XS
SM
MD
LG