Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი მკაცრი ეკონომიკური ზომების შესახებ


საბერძნეთის მთავრობამ დღეს დაამტკიცა ბიუჯეტის მკვეთრად შესაკვეცად გამიზნული ზომები, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ წარუდგინა ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად. დღესვე ათენში მრავალათასიან დემონსტრაციაზე გამოთქვეს პროტესტი დაგეგმილი ზომების წინააღმდეგ. კანონპროექტით გათვალისწინებულ ზომებს შორის არის საჯარო სექტორში ხარჯების 4,8 მილიარდი ევროთი (6,5 მილიარდი დოლარი) დაზოგვა. საპასუხოდ პროფკავშირი გაფიცვების ორგანიზებას შეუდგა და დღეს პარლამენტთან გამართა დემონსტრაცია, რომლის მსვლელობაშიც უცნობმა პირებმა სცემეს საბერძნეთის წამყვანი პროფკავშირის ლიდერს. დემონსტრაციას პოლიციასთან შეტაკებაც ახლდა. საბერძნეთის პერმიერ-მინისტრი ჯორჯ პაპანდრეუ დღეს გერმანიაში გაემგზავრა მძიმე საფინანსო კრიზისთან გასამკლავებლად ბერლინის მხარდაჭერის მოპოვების იმედით.
XS
SM
MD
LG