Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ელიან


ერაყელები დღეიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ელოდებიან. მილიონობით ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა კვირას გამართულ არჩევნებში. არჩევნების დღეს, სავარაუდოდ, სუნიტი ისლამისტების მიერ არაერთი აფეთქება და თავდასხმა განხორციელდა, რამაც სულ ცოტა 36 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უმრავლესად ბაღდადში. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება. არ მოელიან, რომ ერაყის პარლამენტში რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალა დომინანტურ პოზიციას დაიკავებს. ერაყის პარლამენტის 325 მანდატისთვის 6200 კანდიდატი იბრძოდა.
XS
SM
MD
LG