Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს ისრაელმა დაამტკიცა აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 საცხოვრებელის მშენებლობა


ისრაელმა დაამტკიცა აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთათვის 1600 საცხოვრებლის მშენებლობა. ამ აქტმა გააჩინა საფრთხე, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სტუმრობას ჩრდილი მიადგეს. ხელისუფლების თანახმად, სახლები აშენდება „რამათ შლომოს“ უბანში, ქალაქის იმ ნაწილში, რომელიც პალესტინელებს მომავალ დედაქალაქად სურთ გამოაცხადონ. გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რეგიონს სტუმრობს სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ბიძგის მისაცემად. ისრაელი და პაელესტინელები ამ კვირაში შეთანხმდნენ, რომ გაანაახლებენ მოლაპარაკებას 14 თვიანი ჩიხის შემდეგ. ბაიდენმა, პრემიერ ნეტანიაჰუსთან მოლაპარაკების შემდეგ, დღეს განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოებას აშშ სრულიად უჭერს მხარს.
პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა არაბთა ლიგის თავმჯდომარეს, ამრ მუსას დაურეკა და მოუწოდა იმოქმედოს ისრალის მიერ ამ გეგმის გამოცხადების შემდეგ.
აღმოსავლეთი იერუსალიმი ისრაელს აქვს დაკავებული.
XS
SM
MD
LG