Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში მმართველი პარტია ”ედინაია როსიას” მთავარი კომიტეტის წევრებს შეხვდება


მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში მმართველი პარტია ”ედინაია როსიას” მთავარი კომიტეტის წევრებს შეხვდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის პრეს-სამსახური ინფორმაციას დღევანდელი შეხვედრის თაობაზე, საღამოს გაავრცელებს. მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ კონსერვატიული პარტიის წევრებიც. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს. კონსერვატორთა ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ტერიტორიულ მთლიანობაზე, დევნილთა დაბრუნებაზე და საჰაერო მიმოსვლის და სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე სასაუბროდ ჩავლენ.
XS
SM
MD
LG